ELL - Your Way to the Best Education

English
Georgian
Russian
დაგვიკავშირდით

A-Levels

 A-levels- ერთ ან ორწლიანი პროგრამა მე-11-12 კლასის მოსწავლეთათვის

 A-levels- ეს არის მთავარი წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამა და თქვენი პასპორტი დიდი ბრიტანეთის ”TOP" უნივერსიტეტებში წარსადგენად. ის იძლევა სრულ მომზადებას, რათა თქვენ უპრობლემოდ დაძლიოთ წამყვანი უნივერსიტეტების საბაკალავრო კურსი.

 A-level-ის კურსები 3, 5, ან 6 სემესტრიანია.

 ორწლიანი ანუ 6-სემესტრიანი პროგრამა ორ ნაწილად იყოფა: AS (Level 1) და A2 (Level 2). AS კურსზე თქვენ ისწავლით 4 საგანს სექტემბრიდან ივნისამდე. გამოცდების დამთავრების შემდეგ კი ისწავლით 3 საგანს სექტემბრიდან ივნისამდე.

5-სემესტრიანი კურსი იწყება იანვარში ან აპრილში და გრძელდება მომდევნო წლის ივნისამდე.

 3-სემესტრიან ინტენსიურ კურსზე თქვენ დაჩქარებული ტემპით, ერთ წელიწადში გაივლით სრულ პროგრამას.

 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ IELTS-ს სერთიფიკატი ან გაქვთ 6.0 ქულაზე ნაკლები, კურსზე შესაძლებლობა გეძლევათ შეისწავლოთ ინგლისური ენა IELTS-ს მაღალქულიანი სერთიფიკატის ასაღებად.

 A-level-ის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გაგზავნოთ თქვენი აპლიკაცია დიდი ბრიტანეთის 5 უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლი გასაგრძელებლად თქვენს მიერ არჩეული პროფესიის მიხედვით. ამ 5 უნივერსიტეტიდაბნ 5 ან რამდენიმე გიგზავნით შეთავაზებას(offer) თავისი პირობებით(პირობებში იგულისხმება ის ნიშნები, რომელიც უნდა მიიღოთ რათა უნივერსიტეტმა დაგიმტკიცოთ ადგილი). საბოლოოდ თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ ორი უნივერსიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთში მომავალში აგრძელებთ სწავლას.


30A Vazha Pshavela Avenue,
III Floor, Office 12, Tbilisi 0117, Georgia
Created by Neomedia