ELL - Your Way to the Best Education

English
Georgian
Russian
დაგვიკავშირდით

Foundation/Diploma Foundation

Foundation -ერთწლიანი წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი პროგრამა სკოლადამთავრებულთათვის

  ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ უნივერსიტეტში ჩარიცხვის 100%იანი გარანტია. ის განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, ვინც დაასრულა საშუალო სკოლა სამშობლოში და ინგლისურ ენაში აქვს სათანადო საფუძველი(მინიმალური მოთხოვნა განსხვავდება უნივერსიტეტების მიხედვით, საშუალოდ IELTS 5.0).შემოთავაზებული სპეციალობებია: ბიზნესი, სამართალი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საერთაშორსიო ურთიერთობები, მედიცინა, საინჟინრო სპეციალობები და ა.შ.

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ IELTS-ს სერთიფიკატი ან გაქვთ 6.0 ქულაზე ნაკლები, კურსზე შესაძლებლობა გეძლევათ შეისწავლოთ ინგლისური ენა IELTS-ს მაღალქულიანი სერთიფიკატის ასაღებად.

  Foundation-ის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ გაგზავნოთ თქვენი აპლიკაცია დიდი ბრიტანეთის 5 უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად თქვენს მიერ არჩეული პროფესიის მიხედვით. ამ 5 უნივერსიტეტიდან ხუთივე ან რამდენიმე გიგზავნით შეთავაზებას(offer) თავისი პირობებით(პირობებში იგულისხმება ის ნიშნები რომელიც უნდა მიიღოთ რათა უნივერსიტეტმა დაგიმტკიცოთ ადგილი). საბოლოოდ თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ ორი უნივერსიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთში მომავალში აგრძელებთ სწავლას.

 

Diploma Foundation

   ეს არის ერთწლიანი ინტენსიური წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელიკურსი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწავლა გააგრძელოთ ბაკალავრიატის მეორე კურსზე. სტუდენტები ეუფლებიან აკადემიურ მეცნიერებებს, ხვეწენ ინგლისურ ენასა და სასწავლო უნარ-ჩვევებს. კურსი ორიენტირებულია, როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების განვითარებაზე სხვადსახვა სპეციალობებში: მენეჯმენტი, ბიზნესი, სამართალი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები, ჯანდაცვა,გარემოს დაცვა,ტურიზმი, და ა.შ.

სწავლის პერიოდში სტუდენტები სიღრმისეულად უეფლებიან სპეციალობას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ (65%-ზე მეტი აკადემიური შეფასება) პირდაპირ ირიცხებიან ბაკალავრიატის მეორე კურსზე ანუ მათ ბაკალავრის დიპლომის აღება შეუძლიათ Diploma Foundation-ანად 3 წელიწადში.

პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია IELTS მინიმუმ 6.0 ქულა.



30A Vazha Pshavela Avenue,
III Floor, Office 12, Tbilisi 0117, Georgia
Created by Neomedia