ELL - Your Way to the Best Education

English
Georgian
Russian
დაგვიკავშირდით

ენების შემსწავლელი პროგრამები

 

ინგლისური და სხვა უცხო ენების(ფრანგული,გერმანული, ესპანური) ინტენსიური პროგრამები მთელი წლის განმავლობაში

 ეს არის ძალიან პოპულარული პროგრამა სკოლის მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერსებული პირებისათვის. მისი გავრცელების არეალი ძალზე დიდია: დიდი ბრიტანეთი(ლონდონი, ოქსფორდი, კემბრიჯი, ბრაიტონი და ა.შ.), გერმანია(ბერლინი, მიუნხენი, კიოლნი,ჰამბურგი, ჰაიდელბერგი, შტუტგარდი და ა.შ.), საფრანგეთი(პარიზი, ნიცა, კანი, მარსელი და ა.შ).ესპანეთი(მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია და ა.შ.). მსურველთა რეგისტრაცია და საბუთების გაგზავნა იწყება მარტის თვიდან.

 თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ინგლისური ან სხვა უცხო ენის ზოგადი ან ინტენსიური კურსი, სპეციალური ენობრივი კურსები ანუ ინგლისური ენა სხვადსხვა სფეროში- ბიზნესი, სამართალი, მედიცინა, ტურიზმი, დასვენება, სპორტი, მოგზაურობა, ხელოვნება, მშობლები და ბავშვები და ა.შ.

 ასევე შეგიძლიათ გაიაროთ საგამოცდო მომზადება შემდეგი საერთაშორისო სერთიფიკატებისათვის- PET, FCE, CAE, IELTS, TOEFL, BEC (ორი კვირიდან ერთ წლამდე). 

 ენის კურსზე საათების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 20 საათისა კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ სტუდენტის ვიზას. სრული დატვირთვის კურსებზე კი გაკვეთილები კვირაში 28-35 საათამდეა. ასაკი შეზღუდული არ არის.

 იხილეთ ჩვენი პარტნიორი ენის სკოლები ბრიტანეთში>>>>>>>>
30A Vazha Pshavela Avenue,
III Floor, Office 12, Tbilisi 0117, Georgia
Created by Neomedia