ELL - Your Way to the Best Education

English
Georgian
Russian
დაგვიკავშირდით

GSCE

GCSE (General Certificate of Secondary Education)

თუ თქვენ ჯერ არ დაგიმთავრებიათ სკოლა და გსურთ დაიწყოთ წინასაუნივერსიტეტო კურსი რაც შეიძლება მოკლე დროში, GCSE იდეალური პროგრამაა თქვენთვის. ამ პროგრამიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ განათლების შემდეგ საფეხურებზე: როგორც A-level-ზე, ასევე Foundation-ზე.

 კურსის ხანგრძლივობა: 3(სექტემბრიდან ივნისამდე) ან 6 სემესტრი

 კურსის ინტენსივობა: კვირაში 30 საათი, ანუ დღეში 6 საათი.

 კურსი მოიცავს სავალდებულო(ძირითად) საგნებს, როგორებიცაა ინგლისური(5-10 სთ კვირაში) და მათემატიკა და არჩევით საგნებს, რომლებსაც თქვენ შეარჩევთ არჩეული სფეროს/სპეციალობის მიხედვით. ტქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ხელოვნება, ისტორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ბიზნესი, ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები. გარდა ამისა, თქვენ დაგენიშნებათ პერსონალური ტუტორი, რომელიც სისტემატურად შეაფასებს თქვენ პროგრესს.

 საცხოვრებელი: სტუდენტები ცხოვრობენ ან ადგილობრივ მასპინძელ ოჯახში, ან სტუდენტურ საერთოსაცხოვრებელში.

GCSE-ის დამთავრების შემდეგ თქვენ მიიღებთ ბრიტანული საშუალო სკოლის დამთავრების სერტიფიკატს, რომელიც საშუალებას მოგცემთ პირდაპირ გააგრძელოთ სწავლა უნივერსიტეტისატვის მოსამზადებელ კურსებზე.


30A Vazha Pshavela Avenue,
III Floor, Office 12, Tbilisi 0117, Georgia
Created by Neomedia